პრემიერი - დღეიდან ექიმი ვალდებული იქნება, რომ წამალი საერთაშორისო დასახელებით გამოწეროს და მას შემდეგ, რაც ექიმი გამოწერს რეცეპტს, ფარმაცევტი ვალდებული იქნება მოქალაქეს 3 ყველაზე იაფი წამალი შესთავაზოს

დღეიდან ექიმი ვალდებული იქნება, რომ წამალი მხოლოდ გენერიკული, ანუ საერთაშორისო დასახელებით გამოწეროს და მას შემდეგ რაც ექიმი გამოწერს რეცეპტს, ფარმაცევტი ვალდებული იქნება მოქალაქეს 3 ყველაზე იაფი წამალი შესთავაზოს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული რეფორმა მოქალაქეების ჯიბეზე და დანახარჯებზე აისახება.

„დღეიდან რეცეპტის გამოწერა მხოლოდ გენერიკული დასახელებით მოხდება. დღეიდან ექიმი ვალდებული იქნება, რომ წამალი მხოლოდ გენერიკული ანუ საერთაშორისო დასახელებით გამოწეროს და არა, რომელიმე მწარმოებლის ბრენდის მიხედვით. ეს ნიშნავს, რომ ფარმაცევტი მომხმარებელს, ჩვენს მოქალაქეს გენერიკული მედიკამენტების ე.წ. პოზიტიური სიიდან 3 ყველაზე იაფ წამალს შესთავაზებს, ეს იქნება მისი ვალდებულება. მას შემდეგ რაც ექიმი გამოწერს რეცეპტს, ფარმაცევტი ვალდებული იქნება, რომ მოქალაქეს 3 ყველაზე იაფი წამალი შესთავაზოს. ამის შემდეგ მოქალაქე თავად გადაწყვეტს თუ რომელი წამალი შეიძინოს. ჩვენი მოლოდინი არის რომ გენერიკული რეცეპტების დანერგვით, რისკები, რომლებიც ექიმების და ფარმაცევტების მხრიდან არსებობს, შესაძლო ბრენდული, კონკრეტული კომპანიების, თუ მწარმოებლების მედიკამენტების ლობირება, არაკეთილსინდისიერი მარკეტინგი და წამლებზე ფასების ხელოვნური ზრდა, იქნება დაზღვეული. ამით პრაქტიკულად აღმოიფხვრება ეს რისკი და ეს პრობლემა მოგვარდება. ეს, რა თქმა უნდა, დაეხმარება იმ პროცესს, რომელიც ჩვენ დავიწყეთ, თურქეთიდან მედიკამენტების შემოტანას და ზოგადად ფარმაცევტულ ბაზარზე სიტუაცია რადიკალურად შეიცვლება. ჩვენს მოქალაქეებს სამართლიანად შესთავაზებენ მედიკამენტებს. მე იმედი მაქვს, რომ აღნიშნული რეფორმა იქნება ძალიან წარმატებული და რაც მთავარია ჩვენს ხალხს, მათ კეთილდღეობას წაადგება და მათ ჯიბეზე და დანახარჯებზე აისახება ეს ყველაფერი. ნაკლები დანახარჯები ექნებათ მედიკამენტებზე. არა ერთი ინფორმაცია მივიღეთ, რომ თუ ადამიანს მედიკამენტის შეძენაში ეხარჯებოდა 300-400 ლარი თვეში, ახლა ეს თანხა არის განახევრებული კი არა კიდევ უფრო მეტად არის შემცირებული - 60,70,80%-ით არის შემცირებული ფასები, რაც ძალიან კეთილი საქმეა.

რეცეპტების გენერიკებით გამოწერა მოქმედებს ყველა ნორმალურ, ცივილიზებულ სახელმწიფოში“, - განაცხადა პრემიერმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა