პრემიერის განცხადებით, დღეიდან, ფსიქოტროპული მედიკამენტების რეცეპტი მატერიალური სახით - ქაღალდზე აღარ გაიცემა

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, დღეიდან, ფსიქოტროპული მედიკამენტების რეცეპტი მატერიალური სახით - ქაღალდზე აღარ გაიცემა.

ღარიბაშვილის თქმით, მსგავსი პრეპარატების გამოწერა მხოლოდ ელექტრონული ფორმით მოხდება. მისივე განმარტებით, ამ ცვლილებით ფსიქოტროპული პრეპარატების არამიზნობრივი მოხმარება მნიშვნელოვნად შეიზღუდება.

„რამდენიმე თვის წინ, ბატონ მინისტრს დავავალე, რომ ფსიქოტროპული და მასთან გათანაბრებული მედიკამენტების გამოწერის წესი უნდა გამკაცრდეს და ზოგადად, ცირკულაცია ამ ფსიქოტროპული მედიკამენტების. ეს უკავშირდება ნარკომანიას, არაჯანსაღ ცხოვრების წესს და უამრავ სხვა უბედურებას, რომელიც რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში, ჩვენ მომავალ თაობაზე აისახება. ამიტომ, ჩვენ ვალდებული ვიყავით და ვართ, რომ ეს საკითხიც დაგვერეგულირებინა. ამიტომ, დღეიდან, ამ ჯგუფის პრეპარატების რეცეპტი, მატერიალური სახით ქაღალდზე აღარ გაიცემა და მისი გამოწერა მხოლოდ ელექტრონული ფორმით მოხდება. ამ ცვლილებით მნიშვნელოვნად შეიზღუდება მედიკამენტების არამიზნობრივი მოხმარება, როცა ადამიანი მიდის და არამიზნობრივად მოიხმარს ამ ფსიქოტროპულ მედიკამენტებს, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანების ჯანმრთელობას, სიცოცხლეს და მათი ცხოვრების წესს აუარესებს. ფსიქოტროპული მედიკამენტები დაუშვებელია, ექიმის დანიშნულების გარეშე გაიცემოდეს, ნებისმიერი სამკურნალო საშუალება პაციენტმა უნდა მიიღოს ექიმის რჩევით და ეს უკონტროლო მოხმარება და თვითმკურნალობა, თუ ამას მკურნალობა ჰქვია, დაღუპვაა, ადამიანები ისე მოიხმარენ ყოველგვარი დანიშნულების გარეშე, ეს იწვევს სავალალო შედეგებს.

საქართველოში, ფსიქოტროპული მედიკამენტების მიმოქცევაზე გამკაცრებული წესები მოქმედებს, წამლების შეძენა ექიმის მიერ გამოწერილი რეცეპტის გარეშე აკრძალულია, თუმცა, მატერიალური ფორმის რეცეპტით გაკონტროლება გარკვეულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული, სწორედ ამიტომ, ელექტრონული რეცეპტების საშუალებით მუდმივ რეჟიმში გახდება შესაძლებელი, როგორც მედიკამენტების გამცემი ფარმაცევტული დაწესებულების, ასევე რეცეპტის გამომწერი ექიმების გაკონტროლებაც. ჩვენი მიზანი უნდა იყოს ფსიქოტროპული მედიკამენტების ბრუნვის სრული სურათის გაციფრულება, მედიკამენტის ქვეყანაში შემოტანის მომენტიდან პაციენტზე გაცემამდე, მთელი ეს ჯაჭვი, პროცესი რომ გამარტივდეს, ამავდროულად, ზედამხედველობა, მონიტორინგი და გამჭვირვალობა რომ გაუადვილდეს სახელმწიფოს და რაც მთავარია, კონტროლი ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევის სრულ პროცესზე“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო