ირაკლი ღარიბაშვილი - ტურიზმის აღდგენა ძალიან სწრაფი ტემპით მიმდინარეობს

ტურიზმის აღდგენა ძალიან სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, 2019 წელთან შედარებით, ტურიზმი 80-90%-ით არის აღდგენილი.

„ეკონომიკა იზრდება, ტურიზმის მატება გვაქვს. ტურიზმის აღდგენა ძალიან სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. ჩვენ თუ შევადარებთ კოვიდამდელ პერიოდს, თითქმის 80-90%-ით არის აღდგენილი, 2019 წელთან შედარებით. ექსპორტი იზრდება, გვაქვს კონსულტაციები სხვადასხვა ინვესტორთან. ჩვენ გვინდა, რომ დავიწყოთ ჰესების მშენებლობის პროექტები, მათ შორის, სახელმწიფოს ჩართულობით და ამის თაობაზე ძალიან მალე მოგახსენებთ“, - განაცხადა პრემიერმა.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია