უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი - რუსეთის ახალი შეტევა დონბასის რეგიონში უკვე დაიწყო

რუსეთის ახალი შეტევა დონბასის რეგიონში უკვე დაიწყო, - ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ვადიმ დენისენკომ განაცხადა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

უკრაინელმა და დასავლელმა ოფიციალურმა პირებმა ასევე განაცხადეს, რომ უკანასკნელი დღეების განმავლობაში ისინი დონბასში რუსული ჯარების გადაადგილებას აკვირდებოდნენ.

„უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ იქნება 24 თებერვლის მსგავსი შეტევა, როდესაც ჯერ საჰაერო დარტყმები იყო, შემდეგ კი გამოვაცხადეთ, რომ ომი დაიწყო. ამჯერად, დიდი შეტევა უკვე დაიწყო. რუსები სამხედრო ძალებს აგროვებენ. ისინი აგრძელებენ ჯარისა და აღჭურვილობის გადანაწილებას დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში. მართალია, ჯერ კიდევ არ არის მასშტაბური ბრძოლები, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ შეტევა უკვე დაწყებულია“, - განაცხადა დენისენკომ.

როგორც მან აღნიშნა, აფეთქებები ღამით დნეპროპეტროვსკში მიმდინარეობდა და უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქის, ხარკოვის დაბომბვა ასევე გრძელდება.

ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა, სერგეი გაიდაიმ განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლება დონბასში მოსახლეობის „გაძლიერებულ ევაკუაციას“ აწარმოებს. მანვე აღნიშნა, რომ დღეს, 11 აპრილს დაგეგმილია ევაკუაციის მატარებლები ლუგანსკიდან და დონეცკიდან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო