ალექსი არესტოვიჩი - 2035 წლამდე რამდენიმე სამხედრო შეტაკება გარანტირებულია - მათ, ვინც ამისთვის მზად არ არის და ყვირის იმაზე, როგორ იცხოვრონ, სჭირდებათ რომელიმე სხვა ქვეყანა

2035 წლამდე რამდენიმე სამხედრო შეტაკება გარანტირებულია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა ალექსი არესტოვიჩმა განაცხადა.

მან არსებული ვითარება ისრაელსა და პალესტინას შორის არსებულ სიტუაციას შეადარა.

„5 ომი ჩაატარეს იქამდე, სანამ მიხვდნენ, რომ ეს მეთოდები არ მუშაობს და სხვა მეთოდებზე გადასვლაა საჭირო. ასე იქნება ჩვენთანაც. არ ვიცი დაგვჭირდება თუ არა 5 ომი, მაგრამ 2035 წლამდე რამდენიმე სამხედრო შეტაკება გარანტირებულია. ეს ნიშნავს ერთ შეტაკებას ყოველ 2 ან შესაძლოა 5 წელში ერთხელ და დიდი შეტაკებები 7-8 წელში ერთხელ“,- განაცხადა არესტოვიჩმა.

მან იმ მოქალაქეებს, რომლებსაც არ აწყობთ პროცესების მსგავსი განვითარება, მოუწოდა დროებით დატოვონ ქვეყანა.

„მათ, ვინც ამისთვის მზად არ არის, ვინც ახლა ყვირის იმაზე, როგორ იცხოვრონ და გაზარდონ ბავშვები, სჭირდებათ რომელიმე სხვა ქვეყანა. აქ ახალი ისრაელია. უბრალოდ მასშტაბები უფრო დახვეწილი და საშიშია“, - განაცხადა არესტოვიჩმა და განმარტა, რომ ქვეყნიდან მისი ოჯახის გაყვანას არ გეგმავს.

„ჩემები ყველა აქ არიან და დარჩებიან აქ და ვინც მზად არ არის, არსებობს თბილი ესპანეთი და ბევრი სხვა ქვეყანა, იქ წადით თუ მზად არ ხართ“, - განაცხადა არესტოვიჩმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა