ჯანდაცვის მინისტრი - ვიმედოვნებ, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია პანდემიის დასასრულს ძალიან მალე გამოაცხადებს

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭო დახურულ სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულების მოხსნას ჯერჯერობით არ განიხილავს.

მისივე თქმით, საკითხთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭო სხვა ქვეყნების ტენდენციას აკვირდება.

ზურაბ აზარაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ჯანმო პანდემიის დასასრულს მალე გამოაცხადებს.

„რაც შეეხება პანდემიას და პანდემიის დასასრულს, მე რამდენიმე კვირის წინაც ვთქვი, რომ ეს ძალიან მალე იქნება. ვიმედოვნებ, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია პანდემიის დასასრულს ძალიან მალე გამოაცხადებს, როგორც წლების წინ პანდემიის დასაწყისი გამოაცხადა. დღეისათვის ყველა პარამეტრი და კრიტერიუმი მნიშვნელოვნად გვაქვს გაუმჯობესებული, რითაც ქვეყანაში პანდემია იზომება. ჰოსპიტალიზაცია მინიმუმამდე გვაქვს დაყვანილი, ასევე, ინფიცირების გამოვლენის მაჩვენებელი არის საკმაოდ შემცირებული და ვფიქრობ, რომ ამ ტენდენციით დასასრული შორს არ უნდა იყოს.

შეზღუდვებს რაც შეეხება - ერთადერთი შეზღუდვაა დარჩენილი შიდა სივრცეებში პირბადის გამოყენება. ვაკვირდებით სხვა ქვეყნების ტენდენციას და ჯერჯერობით ზოგიერთი ქვეყანა ისევ ტოვებს შიდა სივრცეში პირბადეს და აქედან გამომდინარე, ჯერჯერობით ამის განიხილავს არ ვახდენთ,“ - განაცხადა აზარაშვილმა.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება