ფინანსთა მინისტრი - ერთი მხრივ, ახალ კონტაქტებში შემცირებული საწვავის ფასები და მეორეს მხრივ, შედარებით დასტაბილურებული ლარის კურსი აჩენს მოლოდინს, რომ საწვავის ფასების კორექტირება უნდა მოხდეს შემცირების მიმართულებით

ერთი მხრივ, ახალ კონტაქტებში შემცირებული საწვავის ფასები და მეორეს მხრივ, შედარებით დასტაბილურებული ლარის კურსი აჩენს იმის მოლოდინს, რომ საწვავის ფასების კორექტირება უნდა მოხდეს შემცირების მიმართულებით, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, საწვავის ხარისხის ინდიკატორის შემოწმება აქამდეც ხდებოდა და მომავალშიც გაგრძელდება.

"ბუნებრივია, ფასების ინდიკატორი არის გარკვეულწილად ის კონტრაქტები, რომელიც სამომავლო პერიოდში მოსაწოდებელ საწვავთან მიმართებაში იდება. ამ კონტრაქტებზე ფასები არის შემცირებული ვიდრე ეს იყო თებერვალში, როდესაც ფასმა საერთაშორისო ბაზრებზე ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ასევე ბუნებრივია, გარკვეულწილად ვალუტის კურსიც ახდენს შესაბამის კორექტირებას, თუმცა ამ მიმართულებითაც ვხედავთ, რომ გარკვეულწილად სტაბილურობა შეინიშნება და ბუნებრივია, ეს ყველაფერი საბოლოოდ, საწვავის სარეალიზაციო ფასზე ასახვას პოვებს. ერთი მხრივ, ახალ კონტაქტებში შემცირებული საწვავის ფასები და მეორეს მხრივ, შედარებით დასტაბილურებული ლარის კურსი აჩენს იმის მოლოდინს, რომ საწვავის ფასების კორექტირება უნდა მოხდეს შემცირების მიმართულებით," - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო