ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ნაწილზე ჯერ კიდევ გრძელდება აქტიური საბრძოლო მოქმედებები - რუსეთი ამზადებს ახალ თავდასხმებს

რუსეთის ამზადებს ახალ თავდასხმას და იმედოვნებს უკრაინის ეროვნული წინააღმდეგობის გატეხას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხრეთ კორეის პარლამენტისთვის სიტყვით მიმართვისას განაცხადა.

ამასთანავე, როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, მას დღემდე არ ეძლევა შესაძლებლობა დაადგინოს მისი გარდაცვლილების ზუსტი რაოდენობა.

„ქვეყნის ჩრდილოეთიდან სამხრეთით ყველა რეგიონში, სადაც მისწვდა რუსული ჭურვები, სადაც მისწვდა ბომბები, ჯერ კიდევ მიდის ნანგრევებისგან გასუფთავება. ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ნაწილზე ჯერ კიდევ გრძელდება აქტიური საბრძოლო მოქმედებები. რუსეთი ამზადებს ახალ თავდასხმებს და იმედოვნებს ჩვენი ეროვნული წინააღმდეგობის გატეხას. ოკუპანტებმა მოახდინეს ათობით ათასი ჯარისკაცისა და დიდი რაოდენობით ტექნიკის კონცენტრირება, ახალი დარტყმის განსახორციელებლად“,- განაცხადა ზელენსკიმ.

პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთმა მხოლოდ დაიწყო უკრაინით, თუმცა მათ გეგმაში შედის სხვა სახელმწიფოების განადგურება და სხვა მეზობელი ქვეყნების დაპყრობა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო