პოლონეთი-უკრაინის საზღვარზე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების ვიზიტი გრძელდება

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე უკვე მეორე დღეა იმყოფებიან. ისინი სიტუაციას ადგილზე სწავლობენ და უკრაინიდან დევნილ ბავშვებს ჰუმანიტარულ დახმარებას უწევენ. ინფორმაციას ამის შესახებ „განვითარების და დემოკრატიის ცენტრი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, „განვითარების და დემოკრატიის ცენტრის“ (CDD), ფონდ „პროდემოსის“, სამოქალაქო მოძრაობა "შემოქმედის" და „სექტორი 3“-ის წარმომადგენლები რამდენიმე დღის მანძილზე უკრაინელ დევნილებს მოხალისეობრივად დაეხმარებიან და ჰუმანიტარულ დახმარებას, როგორც პოლონეთი-უკრაინის საზღვარზე, ასევე დევნილთათვის გახსნილ ცენტრებში დაარიგებენ.

"ჩვენი აქ ყოფნა პირველ რიგში, არის სოლიდარობისა და თანადგომის გამოხატვა ჩვენი უკრაინელი კოლეგებისა და მთლიანად უკრაინისადმი ამ უმძიმეს წუთებში. მჯერა, ერთობით და ყველას საერთო ძალისხმევით, რუსეთი ამ ომში აუცილებლად დამარცხდება. ჩვენი აქ ყოფნის დროს, დიდი სითბო და სიხარული ვიგრძენით. სწორედ ერთმანეთის გვერდში დგომით და ურყევი სოლიდარობით უნდა ვიყოთ ამ გმირი ადამიანების გვერდით. ჩვენ, ვაგრძელებთ ვიზიტს და ვართ აქ, უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით", - განაცხადა CDD-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ქეთევან ჩაჩავამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა