ვოლოდიმირ ზელენსკი - არ არის და არც შეიძლება იყოს იმედი, რომ რუსეთი თვითონ გაჩერდება - მხოლოდ შეიძლება აიძულოთ, დააბრუნოს მშვიდობა

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, არ არსებობს იმის იმედი, რომ რუსეთი თვითონ გაჩერდება - ის მხოლოდ შეიძლება გახდეს იძულებული გაჩერდეს. ამის შესახებ უკრაინის პირველმა პირმა სამხრეთ კორეის პარლამენტისთვის მიმართვისას განაცხადა.

„არ არის და არც შეიძლება იყოს იმედი, რომ რუსეთი თვითონ, თავისთავად გაჩერდება. არ არის და არ შეიძლება იყოს იმედი, რომ გონიერება გაიმარჯვებს და რუსეთის ხელმძღვანელობა უბრალოდ უარს იტყვის ამ ომის გაგრძელებაზე. რუსეთი მხოლოდ იძულებული შეიძლება გახდეს ეს გააკეთოს, შეიძლება მხოლოდ აიძულოთ, დააბრუნოს მშვიდობა. უნდა აიძულოთ შეწყვიტოს ადამიანების დაცინვა, უნდა აიძულოთ პატივი სცეს მეზობელი ქვეყნების დამოუკიდებელ ცხოვრებას, აიძულოთ დატოვოს უკრაინის ტერიტორია“, - განაცხადა ზელენსკიმ.

პრეზიდენტის თქმით, მიუხედავად რუსეთის წინააღმდეგ აქამდე მიღებული უპრეცედენტო სანქციებისა, ის ჯერ კიდევ ვერ გრძნობს, რომ უნდა გაჩერდეს.

„ეს იმას ნიშნავს, რომ კიდევ მეტი უნდა გაკეთდეს და არა მხოლოდ სახელმწიფო დენზე. სრულად უნდა გაწყდეს რუსული ბანკების კავშირი მსოფლიო ფინანსურ სისტემასთან. უნდა შეიზღუდოს რუსული ენერგორესურსების იმპორტი, პირველ რიგში ნავთობის. მაგრამ ასევე საჭიროა, რომ მსოფლიო კომპანიებმა შეწყვიტონ ამ ბარბაროსული სახელმწიფოს დასპონსორება, რომელიც მიიჩნევს, რომ აქვს ხალხთა ცხოვრების განადგურების უფლება, რომელიც მიიჩნევს, რომ აქვს უფლება მსოფლიოში სიღარიბე, უსამართლობა და სიკვდილი დათესოს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, საქმე უკვე იქამდე მივიდა, რომ რუსეთი ღიად აშანტაჟებს მსოფლიოს ბირთვული და ქიმიური იარაღით.

კახა გოგოლაშვილი - ევროპარლამენტი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესაძლებლობას ზრდის, ახლა ჯერი ჩვენზეა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.12.2022
დავით სიხარულიძე - ისტორიას არ ახსოვს, რომ რომელიმე ქვეყანა ძალით ნატო-ში, ან ევროკავშირში მიეღოთ
„ასტრაზენეკამ“ პროექტის „თანადგომა“ შემაჯამებელი ღონისძიება გამართა
ღვინო, რომელიც ბედნიერებას იმახსოვრებს - „მარნაველი“ - CBS ჯგუფის ახალი მიმართულება და 2022 წლის წარმატება ღვინის ბიზნესში
„კარფური" გაფართოებას აგრძელებს - თბილისში ახალი სუპერმარკეტი გაიხსნა
„ნიუ ჰოსპიტალსი“ აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამედიცინო სერვისების მომწოდებლად შეირჩა
გაფრთხილდი და გააფრთხილე, ჩვენი ფინანსების უსაფრთხოება ჩვენს ხელშია
„ლიბერთიმ“ განვადების აქცია დაიწყო
ბაზისბანკის ინვესტიციით, რუსთავში სავაჭრო ცენტრი და საცხოვრებელი კომპლექსი შენდება