მარინა ოვსიანიკოვა, რომელიც „ვრემიას“ ეთერში ომის საწინააღმდეგო ბანერით შევიდა, გერმანულმა გამოცემამ დაასაქმა

რუსეთის „პირველი არხის“ ყოფილი რედაქტორი მარინა ოვსიანიკოვა, რომელიც რუსეთის „პირველი არხის“ საინფორმაციაო გადაცემის „ვრემიას“ ეთერში ომის საწინააღმდეგო პლაკატით შევარდა, გერმანულმა გამოცემა Die Welt-მა დაასაქმა. ამის შესახებ ინფორმაციას Die Welt-ის მფლობელი „აქსელ სპრინგერი“ ავრცელებს.

ოვსიანიკოვა გერმანული გამოცემის კორესპონდენტი იქნება.

როგორც ცნობილია, ოვსიანიკოვა იმუშავებს გაზეთისთვის და ასევე, Die Welt-ის ტელევიზიისთვის როგორც უკრაინიდან, ასევე რუსეთიდან.

შეგახსენებთ, მოსკოვის სასამართლომ რუსეთის „პირველი არხის“ თანამშრომელი მარინა ოვსიანიკოვა, რომელიც გადაცემა „ვრემიას“ მსვლელობისას გადაცემის წამყვანის ზურგს უკან ომის საწინააღმდეგო პლაკატით გამოჩნდა, 30 000 რუბლით დააჯარიმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა