ირაკლი ყანდაშვილი თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან სინგაპურის კონვენციის რატიფიცირების ოფიციალურ ღონისძიებას ესწრება

„საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი თურქეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს მიწვევით სამუშაო ვიზიტით ქალაქ ანკარაში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს მედიატორთა ასოციაცია“ ავრცელებს.

ირაკლი ყანდიაშვილი ანკარაში თურქეთის რესპუბლიკა გაეროს კონვენციის, იგივე სინგაპურის კონვენციის ოფიციალურ რატიფიცირებას ახდენს, რომელიც საერთაშორისო სამედიაციო მორიგებების აღსრულებას ეხება.

მათივე ინფორმაციით, ირაკლი ყანდაშვილის განცხადებით თურქეთის მხრიდან სინგაპურის კონვენციასთან მიერთება და რატიფიცირება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია რეგიონში მედიაციის განვითარების მიმართულებით, რამაც კიდევ უფრო მძლავრი ბიძგი უნდა მისცეს საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას რეგიონში.

„თურქეთი საქართველოს სტრატეგიულ სავაჭრო პარტნიორს წარმოადგენს და დღევანდელი დღე საერთაშორისო მნიშვნელობის მატარებელია საქართველოსთვისაც, კერძოდ თურქეთის მხრიდან სინგაპურის კონვენციის რატიფიცირება და ამოქმედება, წარმოადგენს წინა პირობას მეტი ბიზნეს ინტერესის მოზიდვისა რეგიონში არსებული ქვეყნებისთვის მათ შორის საქართველოსთვის.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საქართველო 2019 წლიდან მიერთებულია სინგაპურის კონვენციას, რომლის ოფიციალური რატიფიცირება საქართველოს პარლამენტმა 2021 წელს მოახდინა, ხოლო აღნიშნული კონვენცია ოფიციალურად საქართველოსთვის 2022 წლის 29 ივნისს ამოქმედდება“, - ნათქვამია სსიპ “საქართველოს მედიატორთა ასოციაციის” თავმჯდომარის ირაკლი ყანდაშვილის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა