საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სტაჟირება იწყება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აცხადებს ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამას საგამოძიებო და ოპერატიული მიმართულებებით. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობა ეძლევათ უმაღლესი იურიდიული, ეკონომიკური, ბიზნეს ადმინისტრირების, საჯარო ადმინისტრირების, სახელმწიფო მმართველობის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტების კურსდამთავრებულებს. სტაჟიორთა მიღება ხორციელდება გამომძიებლისა და ინსპექტორ-გამომძიებლის 30 ვაკანტურ პოზიციაზე.

„სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მსურველთა ელექტრონული განაცხადები მიიღება საგამოძიებო სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.is.ge) 11 აპრილიდან 20 აპრილის ჩათვლით.

სტაჟიორები შერჩევითი კონკურსის ეტაპების წარმატებით დასრულების შემდგომ, ექვსთვიან თეორიულ და პრაქტიკულ სწავლების კურსს გაივლიან სსიპ - ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში, საგამოძიებო სამსახურის თბილისისა და რეგიონულ ქვედანაყოფებში. სტაჟიორები დეტალურად გაეცნობიან საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით არსებულ კანონმდებლობას, საგამოძიებო უწყების საქმიანობის ძირითად ამოცანებსა და სამუშაოს სპეციფიკას.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიზანია, სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, შესაბამისი განათლების მქონე მოტივირებული ახალგაზრდების მოზიდვა და დასაქმება, რაც სამსახურის ეფექტიან საქმიანობას შეუწყობს ხელს. ხოლო იმ პირებისთვის, რომლებსაც სურთ მომავალი საქმიანობა საგამოძიებო სამსახურს დაუკავშირონ, სტაჟირების პროგრამა პროფესიული ზრდის საუკეთესო შესაძლებლობაა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლევან შენგელია - მხოლოდ რუსეთის ფუნდამენტურმა დამარცხებამ უკრაინასთან და მთლიანად დასავლეთთან დაპირისპირებაში შეიძლება აგვაცილოს თავიდან ცუდი მომავალი
გრიგორი კუკურუზა - ომით მიყენებული ზარალი დაახლოებით 1,1-1,2 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს - უკრაინას იმედი აქვს, რომ ქვეყნის აღსადგენად სახსრებს აგრესორი რუსეთისგან მიიღებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.11.2022
რეალური შავი პარასკევი „ჰუალინგ პლაზაში“ – გაიგეთ შეთავაზების დეტალები
„სმარტ კაპიტალმა“ ედიშერ და გიგი გარაყანიძეების სახელობის სტიპენდიატები დააჯილდოვა
პეტროკას ენერჯი ჯგუფი და სანპეტროლიუმ ჯორჯია განცხადებას ავრცელებენ
„ბიბლუსში“ Black Friday დაიწყო - 50%-იანი ფასდაკლება მხოლოდ ვებგვერდზე შოპინგისას
500-მდე პარტნიორი კომპანია და 100%-იანი ზრდის პერსპექტივა - „არომაკო“ 2-წლიან საქმიანობას აჯამებს
11 000 ლარამდე ფასდაკლება „ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ პრემიუმ კლასის სასტუმროს ნომრებზე 30 ნოემბერს სრულდება
ბაზისბანკის მხარდაჭერით ქუთაისში Hill Hotel Kutaisi გაიხსნა
„მრავალი ხმა, ერთი სამშობლო“ – კამპანია, რომელიც განსხვავებულ ადამიანებს აერთიანებს