შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი კერძო კომპანიების შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებს შეხვდა

შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი ბექა ფერაძე კერძო კომპანიების შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას შრომის ინსპექციის სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადების პროგრამასთან და ტესტირებასთან დაკავშირებული საკითხები იყო.

უწყების ცნობით, შრომის ინსპექციის სამსახურის შემუშავდა სპეციალური პროგრამა, ტესტირების იმიტაციისთვის. მასში მოცემულია 3000-მდე კითხვა, რომელიც შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ჯგუფდება.

როგორც ცნობილი ხდება, კვალიფიკაციის დასადასტურებლად გამოცდაზე გასვლა შესაძლებელია 3 მიმართულებით: სრული, დაბალი და საშუალო და სპეციალური პროგრამის ნაწილში. გამოცდა ბარდება სპეციალური ელექტრონული პროგრამის საშუალებით, თითოეული მიმართულებით შედგენილია ტესტური დავალებები, სიტუაციურ ამოცანებთან და კაზუსებთან ერთად. პროგრამა ხელმისაწვდომი იქნება ყველა მსურველისთვის და ის 15 აპრილამდე გასაჯაროვდება.

შრომის ინსპექციის სამსახურის ცნობით, შეხვედრაზე ონლაინ ფორმატში ჩატარდა და განსახილველ საკითხთა შორის იყოს შრომის უსაფრთხოების მიმართულებით დაგეგმილი და განხორციელებული ცვლილებები, ასევე არსებული გამოწვევები.

შეხვედრას ესწრებოდნენ შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი მაია მიქაია და შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებულ პროგრამაზე ზედამხედველობის ცენტრის უფროსი ქეთევან დარცმელია.

მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, შეხვედრა ორ დღეზე გადანაწილდა და შემდეგი შეხვედრა 13 აპრილს, 12:00-ზე ისევ ონლაინ რეჟიმში გაიმართება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს