საქართველოს ეროვნულ მუზეუმში 12 აპრილს თომა ჩაგელიშვილის დოკუმენტური ფილმის - ,,კოლხეთის სამეფოს სასტიკი წესები“ პრეზენტაცია გაიმართება

საქართველოს ეროვნულ მუზეუმში რეჟისორ, თომა ჩაგელიშვილის დოკუმენტური ფილმის - ,,კოლხეთის სამეფოს სასტიკი წესები“ პრეზენტაცია ჩატარდება.

პრეზენტაცია 12 აპრილს, 15:30 საათზე დაიწყება.

ორგანიზატორების ინფორამციით, ფილმი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით, პროექტის ,,პალინოლოგიის მონაცემები, როგორც წყარო ძვ.წ. V-I საუკუნეების აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ისტორიის შესწავლისათვის’’ (YS-19-819) ფარგლებში არის გადაღებული.

დოკუმენტური ფილმი ეფუძნება პალინოლოგიური კვლევის შედეგებს, რომელიც ვანის ნაქალაქარზე აღმოჩენილი არტეფაქტებიდან აღებულ ორგანულ ნაშთებზე ჩატარდა. ფილმი მოგვითხრობს ანტიკური ხანის ვანის ნაქალაქარზე არსებული ტრადიციების, წეს-ჩვეულებების, დაკრძალვის რიტუალის, კლიმატისა და გარემო პირობების შესახებ.

ფილმის რეჟისორი და სცენარის ავტორია - თომა ჩაგელიშვილი; პროექტის ხელმძღვანელი - მაია ჭიჭინაძე, პალინოლოგი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი; პროექტის მენტორი - დიმიტრი ახვლედიანი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი; პროექტის მონაწილე - ელისო ყვავაძე, პალინოლოგი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის წამყვანი მეცნიერი.

პრეზენტაციაზე დასწრება თავისუფალია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა