სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 13 აპრილს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 13 აპრილს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

კომპანია „თელასის“ ცნობით, ვაკის რაიონში, ქსელში გადართვების გამო, 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ყიფშიძის, არაყიშვილის, ნინო რამიშვილის, მუხაძის, აბაშიძის, ფალიაშვილის, დარიალის, ტიციან ტაბიძის, მოსაშვილის და მიშველაძის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 11:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება დაბა წყნეთის მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

გლდანის რაიონში, ქსელში გადართვების გამო, 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“ მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ხიზაბავრის, ხიზამბარელის, თეიმურაზ ბოჭორიშვილის, თიანეთის, აკაკი ვასაძის, თეიმურაზ ბატონიშვილის, ომარ ხიზანიშვილის, ქერჩის, ილია ვეკუას, შეშელიძის და ხევძმარის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქერჩის, იპოლიტოვ-ივანოვის, ხევძმრის და ხიზამბარელის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის III, IV, V, VI, VII მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ხერგიანის, ილია ვეკუას, ომარ ხიზანიშვილის, მამკოდის და კონსტანტინე ლესელიძის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება მელიქიშვილის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

კრწანისის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ორთაჭალის და გულუას ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების (ნაწილობრივ), გელოვანის გამზირის, ვეძისის დასახლების, გამყრელიძის, ვაზისუბნის, ვოლოდარსკის, ზემო ვეძისის, ლევანდოვსკის, ცხინვალის, აბაშიძის, ალექსანდრე ანდრონიკაშვილის, მაჭავარიანის, ვასო გოძიაშვილის, ემხვარის და პეტრიწის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების X კვარტლის (ნაწილობრივ) და ჩარგლის ქუჩის მოსახლეობას.

კომპანია მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის და აცხადებენ, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა