მედია - პალესტინელები ებრაელების წმინდა ადგილს, ბიბლიური ფიგურის იოსების აკლდამას თავს დაესხნენ

ისრაელთან დაძაბულობის ფონზე, პალესტინელებმა დააზიანეს აკლდამა, სადაც ბიბლიური ფიგურა იოსები განისვენებს. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

არსებული ცნობებით, ინციდენტი შაბათს ღამით ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე, ნაბლუსში მოხდა.

ვანდალურ აქტს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა "განადგურების სიგიჟე" უწოდა და მტკიცე პასუხის პირობა დადო.

სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოში ასახულია, რომ პალესტინელები საფლავზე ჩამოკიდებულ დიდ განათებას ურტყამენ და აკლდამის ქვის სახურავს აზიანებენ. ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ვიდეოში კი ასახულია ხანძრის შედეგად დაზიანებული აკლდამა. დამნაშავეები პალესტინის უსაფრთხოების ძალებმა დააკავეს.

როგორც უცხოური მედია წერს, აღნიშნული ინციდენტი განსაკუთრებით მგრძნობიარე დროს მოხდა - ებრაულები რამდენიმე დღეში პასექის დღესასწაულს იზეიმებენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა