მედია - ავსტრიის კანცლერმა პუტინთან "პირდაპირი, ღია და ხისტი" მოლაპარაკებები გამართა

ავსტრიის კანცლერმა კარლ ნეჰამერმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დღეს „პირდაპირი, ღია და ხისტი“ მოლაპარაკებები ჰქონდა - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

„ეს არ არის მეგობრული შეხვედრა. ნეჰამერმა თქვა, რომ მისი ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი კრემლის ლიდერისთვის არის ის, რომ ომი უნდა დასრულდეს, რადგან „ომში ორივე მხარე მხოლოდ დამარცხებულია“, - აღნიშნულია ავსტრიული მხარის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ავსტრიის კანცლერის პრესსპიკერის ეტიენ ბერხტოლდის თქმით, შეხვედრა პუტინის ოფიციალურ ნოვო-ოგარიოვოს რეზიდენციაში გაიმართა, რომელიც დაახლოებით 90 წუთს გაგრძელდა.

ცნობისთვის, ნეჰამერი ევროკავშირის პირველი ლიდერია, რომელიც პუტინს მას შემდეგ შეხვდა, რაც მან საკუთარ ჯარების 24 თებერვალს უკრაინაში შეჭრა უბრძანა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა