მედია - ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში რუსეთისთვის წევრობის შეჩერება დაგმო და მას „არაგონივრული ქმედება“ უწოდა

ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთისთვის გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში წევრობის შეჩერება დაგმო და მას „არაგონივრული ქმედება“ უწოდა, რომელსაც შეერთებული შტატები და დასავლეთი ხელმძღვანელობენ პოლიტიკური ჰეგემონიის შესანარჩუნებლად. ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

ჩრდილო კორეელმა მინისტრმა, რომლის ვინაობასაც ქვეყნის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო KCNA არ ასახელებს, შეერთებული შტატები დამოუკიდებელი ქვეყნების იზოლირებაში დაადანაშაულა, რათა აშშ-მ „უკანონო და არაადამიანური ჰეგემონური წესრიგი“ შეინარჩუნოს.

გარდა ამისა, მინისტრმა დასძინა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები არ უნდა იყოს „ბოროტად გამოყენებული“, როგორც შეერთებული შტატების მიერ ქვეყნებზე პოლიტიკური ზეწოლის განხორციელების საშუალება.

შეგახსენებთ, 7 აპრილს გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე 93-მა წევრმა მხარი დაუჭირა რუსეთისთვის ადამიანის უფლებათა საბჭოში წევრობის შეჩერებას. აღნიშნული რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა 24-მა ქვეყანამ მისცა, ხოლო 58-მა თავი შეიკავა.

ჩრდილოეთ კორეა, ჩინეთი, კუბა, ირანი, სირია, ვიეტნამი და თავად რუსეთი იმ სახელმწიფოებს შორის იყვნენ, ვინც რეზოლუციის წინააღმდეგ წავიდნენ.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს