მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი - გრძელდება მარიუპოლის დაცვა, ნარჩუნდება თავდაცვის ძალებთან კავშირი - ვაკეთებთ შესაძლებელს და შეუძლებელს გასამარჯვებლად

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ვალერი ზალუჟნის განცხადებით, მარიუპოლის თავდაცვისთვის ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს შესაძლებელს და შეუძლებელსაც. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

როგორც ზალუჟნი აცხადებს, თავდაცვითი ოპერაციების ჩატარება არ წარმოადგენს საჯარო განხილვების თემას.

„გრძელდება მარიუპოლის დაცვა. ნარჩუნდება თავდაცვის ძალებთან კავშირი, რომლებიც გმირულად იცავენ ქალაქს. ხაზგასმით ვამბობ, რომ თავდაცვითი ოპერაციების ჩატარება არ წარმოადგენს საჯარო განხილვების თემას. ჩვენ ვაკეთებთ შესაძლებელს და შეუძლებელს გასამარჯვებლად და პირადი შემადგენლობისა და მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად ყველა მიმართულებით“, - აცხადებს ზალუჟნი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა