ჯო ბაიდენმა ინდოეთის პრემიერ-მინისტრთან ვირტუალური შეხვედრა გამართა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და ინდოეთის პრემიერ-მინისტრიმა ნარენდრა მოდიმ უკრაინაში ომის განსახილველად ვირტუალური შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას დასავლური მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ოფიციალური ვაშინგტონი ნიუ-დელისგან რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლის განხორციელებისთვის მეტ დახმარებას ითხოვს.

ბაიდენი მიესალმა ჰუმანიტარულ დახმარებას, რომელიც ინდოეთმა უკრაინას აქამდე მიაწოდა, ხოლო მოდიმ აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პირდაპირი მოლაპარაკებები შესთავაზა.

ინდოეთის პრემიერმა დასძინა, რომ უკრაინაში სიტუაცია ძალიან შემაშფოთებელია, ისევე როგორც ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობის შესახებ ცნობები.

”ჩვენ ვგმობთ მკვლელობებს და მოვუწოდებთ დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებისკენ”, - განაცხადა ნარენდრა მოდიმ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს