ევროპული ქვეყნები უკრაინაში ომის დანაშაულების გამოსაძიებლად 2.7 მილიონ დოლარზე მეტს გამოყოფენ

ნიდერლანდები, შვედეთი და გერმანია 2.7 მილიონი ამერიკული დოლარის გამოყოფის პირობას დებენ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის, რათა მან უკრაინაში ჩადენილი შესაძლო ომის დანაშაულები გამოიძიოს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ამავე ინფორმაციით, ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ვიდეოკონფერენციის საშუალებით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარ პროკურორს კარიმ ხანს შეხვდნენ, რომელიც ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა ვოპკე ჰოექსტრამ მოიწვია.

„სისხლის სამართლის სასამართლო უკრაინელებისთვის სამართლიანობისკენ მიმავალი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გზაა”, - აღნიშნა ნიდერლანდების პირველმა დიპლომატმა.

გამოძიების მხარდასაჭერად, ნიდერლანდები 1 მილიონ დოლარზე მეტს გამოყოფს საერთაშორისო სასამართლოსთვის, გერმანია დამატებით 1 მილიონ დოლარს, ხოლო შვედეთი დამატებით ნახევარ მილიონ ევროს გამოყოფს.

ცნობისთვის, გასულ კვირას ევროკავშირმა 8 მილიონი დოლარი გამოყო უკრაინელი პროკურორების მხარდასაჭერად შესაძლო ომის დანაშაულების გამოსაძიებლად.

შეგახსენებთ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ უკრაინაში შექმნილი ვითარების შესახებ გამოძიება 2 მარტს ოფიციალურად დაიწყო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა