უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვართ

უკრაინა თავს უფლებას ვერ მისცემს, სათანადოდ არ შეაფასოს მტერი და მზად არის, ომის მსვლელობის ნებისმიერი სცენარისთვის. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა.

„ჩვენ სათანადოდ უნდა შევაფასოთ მტერი, რუსეთის არმია. ის საბოლოო ჯამში, რიცხოვნობით მეტია, შეიარაღებულია დიდი ოდენობით სამხედრო ტექნიკით და ამის გაცნობიერება აუცილებელია. მათ უამრავი რაკეტა აქვთ იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენსკენ ათასზე მეტი უკვე გამოუშვეს. ამიტომ, ჩვენ ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვართ“, - განაცხადა მალიარმა.

მისივე თქმით, მარიუპოლის ძალიან ძლიერი და გმირული თავდაცვა უნდა განვიხილოთ მთელი სახელმწიფოს კონტექსტში, რადგან ამ ქალაქშია დღეისთვის რუსეთის ჯარის ყველაზე დიდი რაოდენობა კონცენტრირებული.

მალიარმა ასევე აღნიშნა, რომ ხდება ყველანაირი ზომების მიღება და ყველა საშუალების გამოყენება იქ ადამიანებისა და არსებული ვითარების გადასარჩენად.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს