გაეროს ქალთა სააგენტოს დირექტორი - უკრაინაში გაუპატიურებებისა და ძალადობის შესახებ ბრალდებები დამოუკიდებლად უნდა იყოს გამოძიებული

როდესაც პრეზიდენტი პუტინის მსგავსი მამაკაცები იწყებენ ომებს, ქალები და ბავშვები იძულებით გადაადგილებული პირები ხდებიან, ქალები და ბავშვები ზიანდებიან, ქალებსა და ბავშვებს აუპატიურებენ.

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის დროს ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ გაეროს ქალთა სააგენტოს დირექტორმა სიმა ბაჰოუსმა გამოძიების ჩატარება მოითხოვა, - ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო „ფრანს-პრესი“ ავრცელებს.

„ეს ომი უნდა შეწყდეს ახლა. ჩვენ სულ უფრო ხშირად გვესმის გაუპატიურებისა და სექსუალური ძალადობის შესახებ. ეს ბრალდებები დამოუკიდებლად უნდა იქნას გამოძიებული სამართლიანობისა და პასუხისმგებლობის უზრუნველსაყოფად“, - აღნიშნა ბაჰოუსმა ნიუ-იორკში უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას.

მისივე თქმით, ასევე გაზრდილი იყო ადამიანებით ვაჭრობის რისკი სასაზღვრო არეებში, განსაკუთრებით რისკის ქვეშ კი არიან ახალგაზრდა ქალები და მშობლების თანხლების გარეში მყოფი მოზარდები.

„როდესაც პრეზიდენტი პუტინის მსგავსი მამაკაცები იწყებენ ომებს, ქალები და ბავშვები იძულებით გადაადგილებული პირები ხდებიან, ქალები და ბავშვები ზიანდებიან, ქალებსა და ბავშვებს აუპატიურებენ და ძალადობენ, ქალები და ბავშვები იხოცებიან“, - განაცხადა აშშ-ის ელჩმა გაეროში ლინდა თომას-გრინფილდმა, უშიშროების საბჭოს სხდომაზე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა