„როიტერსი“ - პირველად საუკუნის განმავლობაში რუსეთი საგარეო ვალის დეფოლტის წინაშე დგას

რუსეთი მიიღებს სამართლებრივ ზომებს, თუ დასავლეთი შეეცდება აიძულოს ის სუვერენული ვალის გამო დეფოლტი გამოაცხადოს , - ამის შესახებ რუსეთის ფინანსთა მინისტრმა ანტონ სილუანოვმა რუსულ მედიას განუცხადა.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ვიჩივლებთ, რადგან ჩვენ გადავდგით ყველა საჭირო ნაბიჯი იმისთვის, რომ ინვესტორებმა საკუთარი ანაზღაურება მიიღონ.

ჩვენ სასამართლოში წარვადგენთ ჩვენს გადახდას, რომლებიც ადასტურებს ჩვენს ძალისხმევას, გადავიხადოთ როგორც უცხოურ ვალუტაში, ასევე რუბლში. ეს არ იქნება მარტივი პროცესი. ჩვენ ძალიან აქტიურად მოგვიწევს ჩვენი სიმართლის დამტკიცება, მიუხედავად ყველა სირთულისა“ , - დასძინა რუსეთის ფინანსთა მინისტრმა.

საინფორმაციო სააგენტო „როიტერსის“ ცნობით, პირველად საუკუნის განმავლობაში რუსეთი საგარეო ვალის დეფოლტის წინაშე დგას.

გასულ კვირას მთავრობამ საერთაშორისო ობლიგაციების გადახდა რუბლებში განახორციელა იმის მიუხედავად, რომ დავალიანება დოლარებში იყო დასაფარი.

4 აპრილამდე რუსეთს ორი სუვერენული ობლიგაციისთვის 649 მილიონი დოლარი უნდა გადაეხადა, თუმცა შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა ტრანზაქცია დაბლოკა, რითაც ოფიციალურ მოსკოვს არ მისცა საშუალება, თავისი გაყინული სავალუტო რეზერვები სესხის მომსახურებისთვის გამოეყენებინა.

ბადრი ბელქანია - უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ქართველები სოლიდარობის გარდა იმის გამოც იბრძვიან, რომ მათთვის ამ ომში რუსეთის მარცხი არის შესაძლებლობა საკუთარი ხალხის ბრძოლას დაეხმარონ
ქართული პრესის მიმოხილვა 05.12.2022
კახა გოგოლაშვილი - ევროპარლამენტი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესაძლებლობას ზრდის, ახლა ჯერი ჩვენზეა
კახა ოქრიაშვილი: „ოცნებას“ უკრაინაში გამარჯვების შემდეგ ქართველი პატრიოტების საქართველოში დაბრუნების ეშინია!“
ახალი შესაძლებლობა IT სფეროს წარმომადგენლებისთვის - "Devexperts" უკვე საქართველოშია
2022 წლის საუკეთესო ამერიკული არქიტექტორული კომპანია ბათუმის ხელოვნურ კუნძულზე შენობას დააპროექტებს
როგორ შევარჩიოთ საახალწლო საჩუქარი