უკრაინის ვიცე-პრემიერი - 11 აპრილს 4354 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშუკის ინფორამციით, 11 აპრილს, 4354 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა იმ ტერიტორიებიდან, სადაც ბრძოლები გრძელდება, მათ შორის, რამდენიმე ასეული - მარიუპოლიდან, სადაც რუსული ძალები თავიანთ კონტროლს აძლიერებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ვერეშუკმა განაცხადა, რომ მათ შორის მარიუპოლიდან, 11 აპრილს, 556 ადამიანი იყო ევაკუირებული და 3298 კი - უკრაინის სხვა ქალაქებიდან, მათ შორის, მელიტოპოლიდან და ბერდიანსკიდან, რომლებიც რუსული ძალების მიერ არის დაკავებული.

ვერეშუკის თქმით, ევაკუირებულები, უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეში გადაიყვანეს.

მისი თქმით, 500-ზე მეტი ადამიანის ევაკუაციას დონბასის რეგიონის ქალაქებიდან განხორციელდა, ეს ქალაქებია: ლისიჩანსკი, სევეროდონეცკი, რუბიჟნოე, კრემენნა, პოპასნაია ლუგანსკის რეგიონში.

ამავე ინფორმაციით, ყველა ქალაქმა, მძიმე დაბომბვა განიცადა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა