ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მზად არის, უკრაინაში გაემგზავროს, თუ ვიზიტი კრიზისიდან გამოსავლის მოსაძებნად სასარგებლო იქნება

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მზად არის, კიევში ან უკრაინის ნებისმიერ სხვა ქალაქში გაემგზავროს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვიზიტი „სასარგებლო“ იქნება არსებული კრიზისიდან გამოსავლის მოსაძებნად.

„მე არ გავაკეთებ ამას მხოლოდ საელჩოს მოსანახულებლად,” - აღნიშნა მან ფრანგულ BFMTV-სთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში და დასძინა, რომ მისმა ვიზიტმა „რაღაც უნდა გამოიწვიოს, ახალი პროცესი.”

„თუ ჩვენ მოვახერხეთ რუსეთის პრეზიდენტსა და უკრაინის პრეზიდენტს შორის დიალოგის განახლება, მაშინ, შესაძლოა, ვიზიტი სასარგებლო იყოს“, - განაცხადა მაკრონმა.

ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონი და ავსტრიის კანცლერი კარლ ნეჰამერი ცალ-ცალკე ვიზიტით უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის 9 აპრილს კიევში ესტუმრნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო