ვოლოდიმირ ზელენსკი - მსოფლიო ლიდერებს მინდა შევახსენო, რუსების მიერ, ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების შესახებ უკვე განხილულია - დროა, სანქციების მეექვსე პაკეტი ისეთი იყოს, რომ მასობრივი განადგურების იარაღზე სიტყვაც კი აღარ ისმოდეს

ახლა, რუსეთის წინააღმდეგ, სანქციების მე-6 პაკეტის განხილვა დაიწყო. დროა, ეს პაკეტი ისეთი იყოს, რომ რუსული მხარის მხრიდან, მასობრივი განადგურების იარაღზე სიტყვაც კი აღარ ისმოდეს , - ამის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, უკრაინაში, რუსეთის შეჭრის 47-ე დღის შემაჯამებელ ვიდეო მიმართვაში განაცხადა.

ზელენსკიმ მსოფლიო ლიდერებს შეახსენა, რომ ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების შესახებ საკითხი უკვე მრავალჯერ იყო განხილული და ამასთან დაკავშირებით, მათი მხრიდან დროული და მკაცრი რეაგირება იყო საჭირო.

,,დღეს ოკუპანტებმა ახალი განცხადება გაავრცელეს, რაც უკრაინისა და ჩვენი დამცველების წინააღმდეგ, ტერორის ახალი ეტაპისთვის მათ მომზადებას მოწმობს. ოკუპანტების ერთ-ერთმა პირმა განაცხადა, რომ მათ, მარიუპოლის დამცველების წინააღმდეგ, ქიმიური იარაღის გამოყენება შეეძლოთ. ჩვენ ამას, მაქსიმალურად სერიოზულად ვეკიდებით. მსოფლიო ლიდერებს მინდა შევახსენო, რომ რუსი სამხედროების მიერ, ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების შესახებ უკვე განხილულია და უკვე იმ დროს, ეს იმას ნიშნავდა, რომ რუსეთის აგრესიაზე, ბევრად უფრო სწრაფი და მკაცრი რეაგირება იყო საჭირო. ევროკავშირმა ახლა, რუსეთის წინააღმდეგ, სანქციების მე-6 პაკეტის განხილვა დაიწყო. დროა, ეს პაკეტი ისეთი იყოს, რომ რუსული მხარის მხრიდან, მასობრივი განადგურების იარაღზე სიტყვაც კი აღარ ისმოდეს. რუსეთის წინააღმდეგ, ნავთობის ემბარგო სავალდებულოა", - განაცხადა ზელენსკიმ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა