ლიზ ტრასი მარიუპოლში ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენებაზე - ვმუშაობთ დეტალების გადამოწმებაზე - ასეთი იარაღის ნებისმიერი გამოყენება კონფლიქტის გულქვა ესკალაცია იქნება და პუტინს პასუხისგებაში მივცემთ

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი, უკრაინის ალყაშემორტყმულ ქალაქ მარიუპოლში, ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენებას ,,ტვიტერის" გვერდზე ეხმაურება.

ტრასის თქმით, დიდი ბრიტანეთი მუშაობს, რათა დეტალები გადაამოწმოს.

მისი თქმით, მსგავსი იარაღის გამოყენება კონფლიქტის ესკალაცია იქნება, რისთვისაც პუტინი და მისი რეჟიმი პასუხისგებაში მიეცემა.

,,ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსულმა ძალებმა, მარიუპოლის მოსახლეობაზე თავდასხმისას, შესაძლოა ქიმიური საშუალებები გამოიყენეს. ჩვენ, დეტალების გადასამოწმებლად, სასწრაფოდ ვმუშაობთ პარტნიორებთან. ასეთი იარაღის ნებისმიერი გამოყენება, ამ კონფლიქტის გულქვა ესკალაცია იქნება და ჩვენ, პუტინსა და მის რეჟიმს, პასუხისგებაში მივცემთ", - წერს ტრასი.

შეგახსენებთ, "აზოვის" ბატალიონის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის ქალაქ მარიუპოლში რუსმა საოკუპაციო ძალებმა უკრაინელი სამხედროებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ უცნობი მომწამვლელი ნივთიერება გამოიყენა, რომელიც მტრის უპილოტო საფრენი აპარატიდან ჩამოაგდეს. უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა ადგილზე "ზარინი" გამოიყენეს, რომელიც ქიმიური იარაღია.

მოგვიანებით, "აზოვის" ლიდერმა ანდრეი ბელეცკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ რუსმა დამპყრობლებმა ქიმიური იარაღი მარიუპოლში, "აზოვსტალის" ქარხანაზე გამოიყენეს , რომელიც "აზოვის რაზმის" უკრაინელი დამცველების ხელშია. მისივე ინფორმაციით, მოიწამლა სამი ადამიანი, თუმცა მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

"მარიუპოლზე ქიმიური თავდასხმა მხოლოდ ერთს ნიშნავს: რუსები ვერ იღებენ მარიუპოლს და უკრაინელ დამცველებს", - განაცხადა ბელეცკიმ მიმართვაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა