ალექსეი რეზნიკოვი - მარიუპოლი 47 დღეა თავს იცავს, მდგომარეობა რთულია, მაგრამ უკრაინელი გმირები რუს ოკუპანტებს ყოველდღე ანადგურებენ - გავიმარჯვებთ, მაგრამ გვჭირდება მეტი იარაღი

უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ალექსი რეზნიკოვი მარიუპოლში არსებული მდგომარეობის შესახებ, ,,ტვიტერში" წერს და აცხადებს, რომ მდგომარეობა რთულია, მაგრამ უკრაინელი გმირები ოკუპანტებს ანადგურებენ.

რეზნიკოვის თქმით, უკრაინა გაიმარჯვებს, თუმცა მეტი იარაღია საჭირო.

,,მარიუპოლი, 47 დღეა, თავს იცავს. მდგომარეობა რთულია, მაგრამ უკრაინელი გმირები - საზღვაო ქვეითები, დაზვერვის ოფიცრები, პოლიციელები, სასაზღვრო დაცვა, ეროვნული გვარდია, აზოვი, ჩვენი მამაცი ხალხი, რუს ოკუპანტებს ყოველ დღე ანადგურებენ. ჩვენ გავიმარჯვებთ, მაგრამ გვჭირდება მეტი იარაღი!" - წერს რეზნიკოვი.

მანამდე "აზოვის" მეთაური მოადგილემ განაცხადა, რომ მარიუპოლისთვის ბრძოლას გააგრძელებენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა