სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრა მიმდინარეობს

სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 106-ე შეხვედრა მიმდინარეობს.
მთავარი ყურადღება დაეთმობა უკანონო პატიმრობაში მყოფ ჩვენს თანამემამულეებს. ჩვენ გვინდა, მოვისმინოთ ბოლო ინფორმაცია მათი მდგომარეობის შესახებ, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძემ შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
ირაკლი ანთაძის ინფორმაციით, შეხვედრაზე, გამყოფ ხაზთან ბოლო პერიოდში დაფიქსირებულ ყველა მნიშვნელოვან ინციდენტს განიხილავენ.
„მთავარი ყურადღება დაეთმობა, რა თქმა უნდა, უკანონო პატიმრობაში მყოფ ჩვენს თანამემამულეებს. ჩვენ გვინდა, მოვისმინოთ ბოლო ინფორმაცია მათი მდგომარეობის შესახებ. ცენტრალური ხელისუფლების, ისევე, როგორც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მთავარი მოთხოვნაა უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გათავისუფლება, რათა ისინი უახლოეს მომავალში დაუბრუნდნენ საკუთარ ოჯახებს“, - აღნიშნა ირაკლი ანთაძემ.

























