მაკა ბოჭორიშვილი - საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე უმნიშვნელოვანესი  და ისტორიული ნაბიჯი გადაიდგა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშვილის ინფორმაციით, საგარეო საქმეთა სამინისტროში საკოორდინაციო შეხვედრა იმართება, რომელიც ევროკავშირის მიერ გადმოცემული კითხვარის შინაარსიდან გამომდინარე სამუშაოს წარმართვის გზებს და მასში მონაწილე ინსტიტუტებს განსაზღვრავს.

როგორც ბოჭორიშვილმა პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, გუშინ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე უმნიშვნელოვანესი და ისტორიული ნაბიჯი გადაიდგა.

„მსურს ვისარგებლო შესაძლებლობით და ამ დარბაზიდან მადლობა გადავუხადო ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლებს იმ შესაძლებლობისთვის, რაც ამ ნაბიჯით მიანიჭეს ჩვენს ქვეყანას. ეს არის დასტური იმ თანამშრომლობის სიმტკიცისა, რომელიც საქართველომ ათწლეულების მანძილზე ნაბიჯ-ნაბიჯ აშენა ევროკავშირთან და ლოგიკური გაგრძელება იმ ღრმა და ყოვლისმომცველი პარტნიორობისა, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2014 წელს ხელმოწერილმა ასოცირების შესახებ შეთანხმებით.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უკვე განაცხადა, რომ პირადად უხელმძღვანელებს ამ უმნიშვნელოვანეს პროცესს. საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს უკვე იმართება საკოორდინაციო შეხვედრა, რომელიც კითხვარის შინაარსიდან გამომდინარე განსაზღვრავს სამუშაოს წარმართვის გზებს და მასში მონაწილე ინსტიტუტებს.

ეს არის ძალიან საპასუხისმგებლო პროცესი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესის და გატარებული რეფორმების სათანადოდ წარმოჩენა და სოლიდური საფუძველის მომზადება ევროკომისიის დადებითი შეფასებისთვის“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა