საფრანგეთის საელჩო - საქართველოს სეპარატისტულ ტერიტორიებზე ჩატარებული ნებისმიერი არჩევნები ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს და მიჩნეული იქნება უკანონოდ

საფრანგეთის საელჩო - საქართველოს სეპარატისტულ ტერიტორიებზე ჩატარებული ნებისმიერი არჩევნები ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს და მიჩნეული იქნება უკანონოდ

საფრანგეთი მტკიცედ ადასტურებს სრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში საფრანგეთის საელჩოს განცხადებაში, რითაც საელჩო ოკუპირებულ „სამხრეთ ოსეთში“ ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ეხმაურება.

მათივე განცხადებით, სეპარატისტულ ტერიტორიებზე ჩატარებული ნებისმიერი არჩევნები ან მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ხელყოფს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს და საფრანგეთის მიერ მიჩნეული იქნება უკანონოდ და ბათილად.

„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის საომარი აგრესიის კონტექსტში, რაც სერიოზულ ზიანს აყენებს ევროპის კონტინენტის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას, საფრანგეთი მტკიცედ ადასტურებს თავის სრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

„სამხრეთ ოსეთისა“ და აფხაზეთის სეპარატისტულ ტერიტორიებზე ჩატარებული ნებისმიერი არჩევნები ან მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ხელყოფს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს და საფრანგეთის მიერ მიჩნეული იქნება უკანონოდ და ბათილად.

საფრანგეთი არის საქართველოს გვერდით, რათა ხელი შეუწყოს მშვიდობიანი და აყვავებული სამხრეთ კავკასიის შენებას“,- ნათქვამია განცხადებაში.