ანრი ოხანაშვილი თაკო ჩარკვიანს - როდესაც ჩემი და ჩემი კოლეგების მორალზე საუბრობთ, მოვითხოვ, სიტყვები შეარჩიეთ

როდესაც ჩემი და ჩემი კოლეგების მორალზე საუბრობთ, მოვითხოვ, სიტყვები შეარჩიეთ, - ასე მიმართა „ქართული ოცნების“ წევრმა ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ოპოზიციონერ დეპუტატ თაკო ჩარკვიანს, რითაც უპასუხა მის განცხადებას, რომ „ოხანაშვილმა პრაქტიკულად, პუტინის პროპაგანდისტების განცხადება გაახმოვანა“.

როგორც ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, ჩარკვიანის მხრიდან მსგავსი განცხადებები და მორალზე საუბარი უხერხულია.

„ქალბატონო თაკო, თქვენი მხრიდან ძალიან უხერხულია ასეთი განცხადებები და ვინმეს მორალზე საუბარი. მე თქვენს მორალზე საუბარს არ დავიწყებ. მე ჩემს თავს და თქვენ გცემთ პატივს, რომ თქვენს მორალზე არ ვისაუბრო. თუმცა თქვენ გადააბიჯეთ ამას და შეეხეთ ჩემი და ჩემი კოლეგების, ასევე პრემიერის მორალს. ოპოზიციის წარმომადგენლებს თუ ჩემს რომელიმე კომენტარზე პრეტენზია გაქვთ, აქ ვარ და გისმენთ. პრემიერ-მინისტრის, თეა წულუკიანის ან ჩემს მორალზე როდესაც საუბრობთ, მიგითითებთ და მოვითხოვ, სიტყვები შეარჩიეთ და იცოდეთ, როგორ უნდა ისაუბროთ პოლიტიკაში“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მმართველი გუნდის დეპუტატის ამ გამოსვლას დარბაზში ოპოზიციონერი კოლეგების, მათ შორის თაკო ჩარკვიანის მხრიდან ხმაური და რეპლიკები მოჰყვა, რაზეც ოხანაშვილმა მას სიმშვიდისკენ მოუწოდა.

დარბაზიდან ჩარკვიანმა ოხანაშვილს მიმართა, რომ გამოსვლა „ახსნა-განმარტებებით დაიწყოს“. საპასუხოდ, ოხანაშვილმა თქვა, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასახსნელი არაფერი აქვს.

„ნაციონალურ მოძრაობასთან“ არაფერი ასახსნელი არ მქონია და არ მექნება. თუ საზოგადოებას რამე აინტერესებს, გაიგებს. მაჭუტაძესთან, ჩარკვიანთან არაფერი მაქვს ასახსნელი“,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

დარბაზში ხმაურის განმუხტვა პლენარული სხდომის თავმჯდომარე დავით სერგეენკომ სცადა. მან დეპუტატებს სიმშვიდისკენ მოუწოდა, ანრი ოხანაშვილს კი მიმართა, დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხზე ესაუბრა.

„დარბაზში კოლეგებს ვთხოვ, ემოციები შევიკავოთ. მივყვეთ რეგლამენტით გათვალისწინებულ საკითხს“,- განაცხადა დავით სერგეენკომ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა