ანონსი 14 აპრილი

ანონსი  14 აპრილი

14 აპრილს, 10:30 საათზე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N616

(C კორპუსი, VI სართული)

14 აპრილს, 11:30 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის დარბაზი

14 აპრილს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ანალიტიკოსი რეგიონული პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, „კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის“ თავმჯდომარე, ზაალ კასრელიშვილი განცხადებას გააკეთებს.

თემა: „ომი უკრაინაში“.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57

საკონტაქტო: 593 53 45 24

14 აპრილს, 12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

პლენარულ სხდომათა დარბაზი

14 აპრილს, 13:00 საათზე, „ლოლიტას“ საკონფერენციო ეროვნული კინოცენტრი ახალი კინოსაგანმანათლებლო პორტალის პრეზენტაციას სახელწოდებით „ისტორია-კინო-ისტორია“ გამართავს.

მის: ჭოველიძის ქუჩა #7

14 აპრილს, 13:00 საათზე, სასტუმრო „რუმსში“, თავისუფლების ინსტიტუტის პროექტის „ახალი რესპუბლიკის“ პრეზენტაცია გაიმართება.

მის: მერაბ კოსტავას #14

საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია - 599 434 308; თორნიკე დიასამიძე - 597 040 608

14 აპრილს, 14:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ენის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებები გაიმართება, რომელსაც თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, ენის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ალიბეგაშვილი, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორი ჯაბა სამუშია, დიპლომატიური კორპუსის, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, აკადემიური წრეების წარმომადგენლები და სტუდენტები დაესწრებიან.

მის.: ი. ჭავჭავაძის გამზირი N1, (თსუ I კორპუსი, სააქტო დარბაზის ფოიე )

14 აპრილს, 14:00 საათზე, ევროპის მოედანზე (ბერლინის კედლის ფრაგმენტთან) გია გაჩეჩილაძე (უცნობი) სპეციალურ განცხადებას გააკეთებს.

თემა: საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობა და რადიკალური ოპოზიციის რევოლუციური სცენარი.

საკონტაქტო: +995 595 911 313 ოთო თოფურიძე

14 აპრილს, 14:30 საათზე, თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, დედაენის ბაღში, დედაენის დღესთან დაკავშირებით მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრება.

საკონტაქტო პირი: ჯაბა სიხარულიძე - 577 28 87 87