შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა პროგრამის – „სახელმწიფო ენის ელჩები“ კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართა

სახელმწიფო მინისტრმა, ქართული ენის დღესთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე სახელმწიფო ენის დაცვისა და 14 აპრილის დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

თეა ახვლედიანმა განსაკუთრებული აქცენტი საქართველოს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ თანამოქალაქეებში სახელმწიფო ენის ცოდნის დონის გაუმჯობესების აუცილებლობაზე გააკეთა.

სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, რომ სწორედ სახელმწიფო ენის ცოდნა არის სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პროცესის ფუნდამენტი. „ჩვენი ეთნიკურად მრავალფეროვანი ქვეყნის საზოგადოების გაძლიერების და სამოქალაქო თანასწორობის პროცესში, ერთ-ერთ უმთავრეს ფუნდამენტს, ქართული ენა და სახელმწიფო ენის ცოდნის ამაღლება წარმოადგენს. ქართული ენის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით, ჩვენ შევხვდით იმ ახალგაზრდებს, რომლებმაც გამოთქვეს მზაობა და სურვილი საკუთარი წვლილი შეიტანონ სახელმწიფო ენის პოპულარიზაციის საქმეში. ისინი აქტიურად ჩაერთნენ ჟვანიას სკოლის „სახელმწიფო ენის ელჩების“ პროგრამაში და წარმატებით მოემზადნენ, რომ შეასრულეს მნიშვნელოვანი მისია, დაეხმარონ არაქართულენოვანი თანამოქალაქეების ქართული ენის შესწავლის პროცესს, რათა მათ შეექმნათ და გაუფართოვდეთ პერსპექტივები პიროვნული და პროფესიული განვითარებისთვის, განათლებისა და დასაქმებისთვის. მე მინდა წარმატება ვუსურვო თითოეულ მათგანს მათ მომავალ საქმიანობაში,“ - განაცხადა თეა ახვლედიანმა. მათივე ცნობით, სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა, განათლების მინისტრ მიხეილ ჩხენკელთან ერთად, პროგრამის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა. მინისტრებთან ერთად ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილმა და ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ხელმძღვანელმა თამარ ჯაყელმა. „სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის საკითხებში ტრენერთა მომზადება/გადამზადების სასერტიფიკატო პროგრამა – „სახელმწიფო ენის ელჩები“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ განახორციელა. პროგრამის ფარგლებში წინასწარი რეგისტრაციისა და კონკურსის გავლის შედეგად თბილისიდან, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონებიდან შეირჩა 20 ტრენერი, რომლებმაც 6 თვიანი, როგორც თეორიული, ასევე, პრაქტიკული გადამზადება გაიარეს სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის საკითხებში. კურსის დასრულების შემდეგ ისინი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს სახელმწიფო ენას შეასწავლიან. სასწავლო პროცესი ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ორგანიზებით წარიმართება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა