დავით მათიკაშვილი - ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრში არსებობს პოლიტიკური ძალა, რომლის განცხადებები და რეალური საქმე ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებულია

ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრში არსებობს პოლიტიკური ძალა, რომლის განცხადებები და რეალური საქმე ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებულია - ისინი განცხადებებს მხოლოდ პიარული სიკეთისთვის იყენებენ, რეალურად კი „მეხუთე კოლონის“ საქმეს აკეთებენ, - ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ მისამართით „ქართული ოცნების“ დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა გააკეთა.

როგორც მათიკაშვილმა აღნიშნა, უკრაინაში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტისას საქართველო ერთიანი პოზიციით უნდა იყოს გამოხატული.

“შედგა კომუნიკაცია უკრაინისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეებს შორის. განხილულ იქნა ბევრი საკითხი. შეჯერდა პოზიციები. პარლამენტიდან მიემგზავრება დელეგაცია, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე უხელმძღვანელებს, რათა საქართველოს პარლამენტმა გამოხატოს სამძიმარი და თანადგომა ჩვენი უკრაინელი მეგობრებისა და სტრატეგიული პარტნიორების მიმართ. ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ყველა პოლიტიკურ ძალას შესთავაზა, რომ მათგან თითო-თითო წარმომადგენელი გამოიყოს იმისთვის, რომ ჯგუფი შეივსოს და პარლამენტის დელეგაცია ყველა პოლიტიკური ძალით იყოს მოცული. კიდევ ერთხელ გამოჩნდება, როგორ დესტრუქციულ ძალას წარმოადგენს “ნაციონალური მოძრაობა“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა