ბავშვებს, რომლებსაც 6 წლის ასაკი 1-ელ ოქტომბრამდე უსრულდებათ, შესაძლებლობა ეძლევათ სკოლებში შევიდნენ

პარლამენტმა 83 ხმით, ერთხმად, მესამე მოსმენით, “ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანას დაუჭირა მხარი.

კანონით განისაზღვრება, რომ სკოლებში სწავლის დაწყების ასაკი 6 წელია, რომელიც პირს 1-ელ ოქტომბრამდე უსრულდება.

“მრავალი წელია საკითხი, რომელიც ბავშვის სკოლაში შესვლის ასაკს ეხება, საზოგადოებაში აქტუალურია. ამ კუთხით არაერთი კვლევა ჩატარდა და მოსაზრება გამოითქვა. ამ ყველაფერზე დაყრდნობით საზოგადოებრივი აზრი იქით იხრება, რომ ყველაზე სწორი, ყველაზე ლოგიკური და ყველაზე სამართლიანია დაწყებით საფეხურზე სწავლა დაიწყონ ბავშვებმა, ვისაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ. ამას შესაბამისი მომზადება სჭირდება, რათა სისტემა აღნიშნული ნაკადის მიღებას მზად დახვდეს. ჩვენ ამ მიმართულებით ნაბიჯ-ნაბიჯ ვივლით და ვადას ეტაპობრივად გადავწევთ. ამ ეტაპზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საკითხი შემდგომი წლისთვის არ გადაგვედო და ცვლილება იმ მცირე და ყველაზე მწვავე პერიოდის კონტინგენტს წელსვე შეხებოდა“, - განაცხადა პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი ამილახვარმა პროექტის წარდგენისას.

პროექტის ინიციატორები არიან დეპუტატები: გიორგი ამილახვარი, თამარ ტალიაშვილი, ხათუნა კვიციანი, მაია მენაღარიშვილი, ვლადიმერ კახაძე, ბექა დავითულიანი, როსტომ ჩხეიძე და რამინა ბერაძე.

პროექტი პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მიიღო.

ირაკლი მელაშვილი - ვინც ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზი არა უკრაინის სახელმწიფოს განადგურება და იმპერიის აღდგენა, არამედ ნატო-ს გაფართოებაა, ან წარმოუდგენელი ბრიყვია, ან ნამუსგარეცხილი რუსი პროპაგანდისტი
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2023
ბადრი ბელქანია -  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების შესაძლო დაბრუნება ჩვენ მიერ ევრო-ატლანტიკური კურსის დათმობის ხარჯზე ის ხაფანგია, რომელშიც ჩვენს გაბმას მოსკოვი დიდი ხანია ცდილობს
ეკონომიკური სანქციის რაობა: დაგროვილი მასალისა და პრაქტიკული დაკვირვების საფუძველზე
PSP-სა და Lib.ge აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
„მაიქლაბის“ იუბილესთან დაკავშირებით „კარფური“ მომხმარებელს განსაკუთრებულ ფასდაკლებებსა და პრიზების მოგების შესაძლებლობას სთავაზობს
„დანკინი“ ქსელის განვითარებას განახლებული დიზაინ კონცეფციით განაგრძობს
ავტობუსის ზოლში მოძრავი ახალი Taxi კატეგორია Bolt-ის აპლიკაციაში
„სპანჯბობი“ და „კუ ნინძა“ პატარებს მთაწმინდის პარკში, „დიჯიტალ ტვ“-ის სივრცეში ელოდებიან
Hilton Garden Inn Tbilisi Riverview თბილისში 2023 წლის ივლისში გაიხსნება
რომპეტროლი „BREATH Georgia“-სთან თანამშრომლობით კვლავ აგრძელებს სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიას