კიევში ჩეხეთის და პოლონეთის პარლამენტის თავმჯდომარეები ჩავიდნენ

ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის პრეზიდენტი მილოშ ვისტრჩილი და რამდენიმე ჩეხი სენატორი კიევში, უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარის, რუსლან სტეფანჩუკის მიწვევით ჩავიდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას ჩეხური საინფორმაციო სააგენტო Novinky ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კიევში ასევე ჩავიდნენ პოლონელი სენატორები მარშალ ტომაშ გროძკის ხელმძღვანელობით.

„ჩვენ მზად ვართ, ვისაუბროთ უკრაინის პარლამენტში და ვფიქრობ, რომ ჩვენ ასევე კიევის გარეუბნებში გავემგზავრებით, რომლებიც რუსი აგრესორების მიერ, მნიშვნელოვნად დაზიანდა, მათ შორისაა გენოციდი, რომელიც იქ მოხდა“, - განაცხადა ვისტრჩილმა.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება