ანონსი 15 აპრილი

15 აპრილს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულების საქმეზე განაჩენი გამოცხადდება.
15 აპრილს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის უფროსის მაია ჩხობაძის პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება - რამდენი პირი დაჯარიმდა და რა სახის სანქციებია დაწესებული. რა შემთხვევაშია დასაშვები ბზის რეალიზაცია. მიმართვა მოქალაქეებს.
მის: კოსტავას ქ.47/57.
საკონტაქტო: 593 53 45 24
15 აპრილს, 11:30 საათზე, საინიციატივო ჯგუფი „სტუდენტები სამართლიანობისთვის“ ბრიფინგს გამართავენ.
თემა: სტუდენტების მიერ გაჟღერდება განცხადებები „თსუ-ს იურიდიულ ფაკულტეტზე“ აღმოჩენილი დარღვევები.
მის: ჭავჭავაძის გამზ. N1 (თსუ-ს N1 კორპუსი).
საკონტაქტო: გიორგი ომარაშვილი - 593 52 09 52; ირაკლი მარჯანიშვილი - 577 57 31 57.
15 აპრილს, 12:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის 62-ე სხდომა გაიმართება.
მის: ინგოროყვას 7
15 აპრილს, 16:00 საათზე, თბილისის საკრებულოში, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართება.
მის: თავისუფლების 2

























