ვოლოდიმირ ზელენსკი დასავლეთს - შეწყვიტეთ სამხედრო მანქანის გამოკვება, დაგვეხმარეთ იარაღით, მაშინ მშვიდობა და სიკეთე უფრო სწრაფად გაიმარჯვებს - საკმარისად მამაცები ვართ, რომ ბოლო მოვუღოთ ბოროტებას

50 დღეა ცდილობენ ჩვენს განადგურებას, მაგრამ ხალხი გმირულად ეწინააღმდეგება. ჩვენ არაფრის გვეშინია, ვიცით რისთვის ვიბრძვით. საკმარისად მამაცები ვართ, რომ ბოლო მოვუღოთ ბოროტებას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი “ტვიტერში“ წერს.

უკრაინის პრეზიდენტი დასავლეთის ქვეყნებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, უკრაინას იარაღი მიაწოდონ.

„შეწყვიტეთ სამხედრო მანქანის გამოკვება. დაგვეხმარეთ იარაღით, მაშინ მშვიდობა და სიკეთე უფრო სწრაფად გაიმარჯვებს“,- წერს ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტი ვიდეოსაც აქვეყნებს, რომელშიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგებია ასახული. ვიდეოში ჩანს დაჭრილი და დახოცილი ბავშვები, დანგრეული შენობები და ქუჩები. ეკრანზე შემდეგი შინაარსის ტიტრებს ვკითხულობთ : „ბოროტების ორმოცდაათი დღე ევროპაში. არის კიდევ რამე, რაც რუსეთს ჯერ არ გაუკეთებია უკრაინაში? ბავშვების მკვლელობა, ქალაქების განადგურება, სათამაშო მოედნების დანაღმვა, სარაკეტო დარტყმები დევნილების წინააღმდეგ, მასობრივი მკვლელობები, ქურდობა. რუსეთი კი მსოფლიოს აშკარა ტყუილებს უყვება“.

შემდეგ, კარებში ჩანს მომხმარებლები, რომლებიც ავსებენ ავტომობილებს საწვავით, ასევე ჩანს ნავთობის ჭაბურღილები და წარწერები: „ჩვენ არ გთხოვთ, წინააღმდეგობა გაუწიოთ ბოროტებას ჩვენს ნაცვლად, გთხოვთ, შეწყვიტოთ ბოროტების გამოკვება და მოგვაწოდოთ იარაღი“.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი