სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი - უკრაინაში ომის დანაშაულებებზე გამოძიება სწრაფად და სამართლიანად უნდა ჩატარდეს

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარი პროკურორის, კარიმ ხანის განცხადებით, მას სურს, უკრაინაში ომის დანაშაულებებზე გამოძიება სწრაფად და სამართლიანად ჩატარდეს.

„საერთაშორისო მართლმსაჯულება უნდა იყოს უფრო სწრაფი, ეფექტური და გავლენა მოახდინოს ადამიანების ცხოვრებაზე. ვეცდებით, ეფექტურად შევქმნათ საქმეები, რათა მივაღწიოთ სიმართლეს“, - აღნიშნა პროკურორმა.

მან მსოფლიოს ლიდერებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მუშაობას უკრაინაში.

"თუ ჩვენ კონცენტრირებას მოვახდენთ, სამართლიანობა არ იქნება მირაჟი. ეს იქნება ისეთი რამ, რისი მიღწევაც შესაძლებელია, რაც არ უნდა რთული იყოს,"- აღნიშნა პროკურორმა.

შეგახსენებთ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი, კარიმ ხანი უკრაინაში ჩავიდა. ის ქალაქ ბუჩაშიც იმყოფებოდა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა