უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელის, ალექსეი დანილოვის განცხადებით, რუსეთი უკრაინაზე თავდასხმას 22 თებერვალს გეგმავდა და მისი მთავარი მიზანი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განადგურება იყო.
"გეგმა საკმაოდ მარტივი და თავხედური იყო. პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტის განადგურება. ეს იყო მათი ნომერ პირველი საკითხი და ამ კუთხით რამდენიმე მცდელობა განხორციელდა. უფრო მეტიც, შემიძლია ვთქვა, რომ 22 თებერვალს დაახლოებით 19:20 საათზე მივიღეთ ინფორმაცია, რომ ეს შეიძლება მოხდეს უახლოეს მომავალში. შემდეგ იყო კიდევ ოთხი მცდელობა. ბოლო იყო 7 მარტს - მაშინ მივიღეთ ინფორმაცია ჩვენი პარტნიორებისგან, სადაზვერვო უწყებებისგან, რომ მსგავსი ოპერაცია იგეგმებოდა“, - განაცხადა დანილოვმა.