გაეროს სასურსათო პროგრამის ხელმძღვანელი - მარიუპოლში ადამიანები შიმშილით იხოცებიან

გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის (WFP) ხელმძღვანელის, დევიდ ბიზლის განცხადებით, ალყაში მოქცეულ ქალაქ მარიუპოლში ადამიანები შიმშილით იხოცებიან.

მისივე პროგნოზით, უკრაინაში ჰუმანიტარული კრიზისი შესაძლოა უახლოეს კვირებში გაუარესდეს.

„ომი უკრაინაში ადამიანებს ანადგურებს", - განაცხადა დევიდ ბიზლიმ და მწუხარება გამოხატა იმის გამო, რომ სააგენტოსა და სხვა დამხმარე ორგანიზაციებს, რომლებიც ცდილობდნენ საკვების მიწოდებას ადგილებში, სადაც ბრძოლები მიმდინარეობს, ამ ტერიტორიებზე წვდომა შეზღუდული აქვთ.

„ამ კუთხით მდგომარეობის შემსუბუქებას ვერ ვხედავ,”- აღნიშნა გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის ხელმძღვანელმა.

მან განსაკუთრებული შეშფოთება გამოხატა საპორტო ქალაქ მარიუპოლთან დაკავშირებით, სადაც 100 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქეა და საკვები, წყალი და გათბობა სჭირდება.

რუსული ძალები, რომლებიც ქალაქში შესვლას აკონტროლებენ, იქ ჰუმანიტარულ ტვირთს არ უშვებენ.

„დამანგრეველი სიტუაციაა: ხალხი შიმშილით კვდება,”- აღნიშნა დევიდ ბიზლიმ.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი