სააფთიაქო ქსელებში განმარტავენ, რომ თურქული წარმოების, იაფი მედიკამენტების დეფიციტი აღმოფხვრილია

თურქული წარმოების, იაფი მედიკამენტების დეფიციტი აღმოფხვრილია. როგორც სააფთიაქო ქსელებში განმარტავენ, ამ დროისთვის მედიკამენტები მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომია.

როგორც „ფარმადეპოს“ წარმომადგენელი „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, მათ სააფთიაქო ქსელში გარკვეულ მედიკამენტებზე დეფიციტი იყო, თუმცა არა მნიშვნელოვანი.

„გარკვეულ აფთიაქებში შეიძლება იყო დროებითი დეფიციტი. ვმუშაობთ, რომ დროულად დავაკმაყოფილოთ ნაშთებზე მოთხოვნა. „ფარმადეპოს“ თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების ყველაზე ბევრი ნაშთი აქვს. ჩვენთან არის 60-მდე დასახელების მედიკამენტი, ამდენი ნაშთი სხვაგან არსად ფიქსირდება“,-აღნიშნავენ „ფარმადეპოში“.

რაც შეეხება სხვა სააფთიაქო ქსელებს, როგორც „პსპ“-ში, „ავერსსა“ და „იმპექსში“ განმარტავენ, მედიკამენტების დეფიციტი არ ყოფილა და თურქული წარმოების, იაფი მედიკამენტებია ხელმისაწვდომია.

ცნობისთვის, ჯანდაცვის სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ეკატერინე ადამიამ რამდენიმე დღის წინ აღნიშნა, რომ მოსახლეობამ თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების ჭარბი რაოდენობა შეისყიდა, რის გამოც მედიკამენტებზე დეფიციტი შეიქმნა.

შეგახსენებთ, თურქეთის ბაზარი, საიდანაც საქართველოში მაღალი ხარისხის და დაბალი ფასის მქონე მედიკამენტები უნდა შემოვიდეს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით მიმდინარე წლის 17 იანვარს გაიხსნა. როგორც მთავრობაში აცხადებენ, თურქეთის ბაზრის გახსნის შედეგად, მოსახლეობას 200-მდე დასახელების მედიკამენტზე ხარჯები გაუიაფდება.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი