თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებული სამხედროების გუნდი „ძლიერთა თამაშებში“ მონაწილეობას მიიღებს

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების 20-კაციანი ჯგუფი ნიდერლანდებში გაემგზავრა, სადაც ისინი 16-აპრილიდან 22 აპრილის ჩათვლით „ძლიერთა თამაშებში“ (Invictus Games) მონაწილეობას მიიღებენ. ინფორმაციას ამის შესახებ თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, პარასპორტსმენთა გუნდი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პირებმა გააცილეს.

უწყების ინფორმაციით, ჰააგაში თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძეც ჩავა, რომელიც „ძლიერთა თამაშების“ გახსნის ცერემონიალს დაესწრება და დაჭრილ-დაშავებულ სამხედროთა გუნდს უგულშემატკივრებს.

„ჰააგაში მსოფლიოს 20 ქვეყნის 500 დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურე და მათი ოჯახის წევრები იკრიბებიან. თავდაცვის სამინისტროს გუნდი სპორტის სხვადასხვა სახეობაში: მჯდომარე ფრენბურთში, მშვილდოსნობაში, ცურვაში, ძალოსნობაში, მძლეოსნობაში, პარაკალათბურთში, ნიჩბოსნობაში სავარჯიშო მოწყობილობაზე და ლენდ როვერის შეჯიბრში მონაწილეობას მიიღებს. სამხედრო მოსამსახურეებმა მომზადება წეროვანის მარო მაყაშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრში, თბილისის პარაგანვითარების ცენტრში, უწყების სპორტულ და სატრენაჟორო დარბაზებში გაიარეს.

„ძლიერთა თამაშები“ გაერთიანებული სამეფოს სასექსის ჰერცოგის (პრინცი ჰარის) პატრონაჟით 2014 წლიდან სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება. თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებულთა გუნდმა სპორტულ ასპარეზობებში მონაწილეობა ოთხჯერ მიიღო და დიდ წარმატებებს მიაღწია.

2014 წელს, ლონდონში, ვიცე-პოლკოვნიკმა მალხაზ შეყელაშვილმა მშვილდოსნობაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 2016 წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ორლანდოში, ინდივიდუალურ შეჯიბრებაში (სირბილი), უმცროსმა სერჟანტმა გიორგი ბოჭორიშვილმა ვერცხლის მედალი აიღო, ხოლო მჯდომარე ფრენბურთის გუნდი მესამე ადგილზე გავიდა. 2017 და 2018 წლებში, კანადასა და ავსტრალიაში, მჯდომარე ფრენბურთის გუნდმა ოქროს მედლები მიიღო,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი