ბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 1 113 ადამიანი აიცრა

ბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 1 113 ადამიანი აიცრა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 15 აპრილის მონაცემებით, ქვეყანაში სულ ჩატარებულია 2 871 126 აცრა. მინიმუმ 1 დოზით ვაქცინირებულია 1 363 768 ადამიანი, 18 წელს ზემოთ ასაკის მოსახლეობის 47.5%. სრულად ვაქცინირებულია 1 260 512 ადამიანი , 18 წელს ზემოთ ასაკის მოსახლეობის 43.9%. „ბუსტერ“ დოზით აცრილია 243 594 პირი.

ამასთან, 12-15 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 4 174 პირი, რაც 2.35%-ს შეადგენს. სრულად აცრილია 3 309 პირი, 1.87%. 16-17 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 12 643 მოზარდი, რაც 15.59% არის. სრულად აცრილია 11 188 პირი, 13.80%.

ლევან ალაფიშვილი - თუ სასამართლომ მმართველი გუნდის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, ევროპული სტრუქტურებისთვის ეს იქნება იმის ლუსტრაცია რომ ჩვენ არც საკონსტიტუციო სასამართლო გვაქვს დამოუკიდებელი პოლიტიკური გავლენებისგან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა