ERRA-ს პრეზიდენტსა და სემეკის წევრს, მაია მელიქიძეს უკრაინის მარეგულირებელი კომისია მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

უკრაინის ენერგეტიკისა და კომუნალური მომსახურების სფეროს მარეგულირებელი ეროვნული კომისია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრს მაია მელიქიძეს ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაციის ERRA-ს პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევას ულოცავს და ასოციაციაში უკრაინისთვის გაწეული დახმარებისათვის მადლობას უხდის. ინფორმაციას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ავრცელებს.

სემეკის ცნობით, უკრაინის მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის წერილში ხაზგასმულია იმ მხარდაჭერის მნიშვნელობა, რომელიც მაია მელიქიძის ხელმძღვანელობით ასოციაციამ უკრაინის მიმართ გამოიჩინა.

„წერილში აღნიშნულია ERRA-ს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამების მნიშვნელობა უკრაინის მარეგულირებლის განვითარების საქმეში და აქტიური ჩართულობა ასოციაციის მიერ დაარსებული უკრაინის მხარდამჭერი ფონდის საშუალებით, რომელიც ხელს შეუწყობს უკრაინის მარეგულირებლის ექსპერტების გადამზადებას და მათთვის საუკეთესო ევროპული პრაქტიკის გაცნობას“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი