აჭარაში დამწყები გიდებისთვის ტრენინგები იწყება

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი დამწყები გიდებისთვის ტრენინგ-კურსს ამზადებს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტისნ ინფორმაციით, ტრენინგებს სერიას, რომელსაც გიდის პროფესიის მსურველები ორი თვის განმავლობასი დაესწრებიან "გიდის პროფესია, ქალაქი ბათუმი და მისი შემოგარენი“ ჰქვია.

„ტურიზმის განვითარების მოკლე ისტორია, საქართველოში განვითარებული ტურიზმის სახეობები, ექსკურსიამცოდნეობა, პროფესია გიდი, ტურის დაგეგმვა, გიდისთვის საჭირო დაწესებულება/ორგანიზაციები და ინტერნეტ რესურსები - იმ საკითხებს შორისაა, რომელსაც გიდები თეორიულ-პრაქტიკული კურსისას გაივლიან. ისინი ასევე გაეცნობიან გიდის ფსიქოლოგიას, ქალაქის განაშენიანებას და არქიტექტურას, ქალაქ ბათუმის ტურისტულ მარშრუტებსა და პირველადი დახმარების საშუალებებს.

ტრენინგებზე დასწრების მსურველები აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა წინასწარი გასაუბრების საფუძველზე შეარჩია. ისინი ორ ჯგუფად გადანაწილდებიან და აპრილის ბოლოდან დაიწყებენ გიდის პროფესიის დაუფლებას. რეგიონში გიდის პროფესიის განვითარებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტრენინგებსა და სემინარებს ბოლო წლებია აქტიურად ატარებს. მათში მონაწილეობა მსურველებს უფასოდ შეუძლიათ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან ალაფიშვილი - თუ სასამართლომ მმართველი გუნდის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, ევროპული სტრუქტურებისთვის ეს იქნება იმის ლუსტრაცია რომ ჩვენ არც საკონსტიტუციო სასამართლო გვაქვს დამოუკიდებელი პოლიტიკური გავლენებისგან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა