უზენაესი სასამართლოს შენობასთან „ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ფრთა საპროტესტო აქციას მართავს

საქართველოს უზენაესი სასამართლოს შენობასთან "ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ფრთა საპროტესტო აქციას მართავს. ადგილზე შეკრებილი ახალგაზრდები აღნიშნავენ, რომ საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო და პროკურატურა არსებობს. მათი თქმით, ძალადობითა და "ქართული ოცნების" არასწორი პოლიტიკით საქართველო ევროკავშირში ვერ შევა. აქციის მონაწილეებმა პროტესტი სტვენითა და ფერადი კვამლის გაშვებით გამოხატეს. მათ ადგილზე მიტანილი აქვთ პლაკატები, წარწერით: "ბლინკენიც "ნაციონალია?" "ძალადობით ევროკავშირში ვერ შევალთ", "კლანური მმართველობა სასამართლოში", "ქართული ოცნება" ღალატის პარტია".

"ისტორიული შანსი გვეძლევა, რომ რაც შეიძლება დავუახლოვდეთ ევროპას და გავხდეთ იმ ცივილიზებული სამყაროს ოჯახის წევრი, რასაც ჩვენი ხელისუფლება ზურგს აქცევს და არასახელმწიფოებრივ განცხადებებს აკეთებს. ამის ძალიან კარგი მაგალითია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, სადაც ერთი ერთში იმეორებს ყველა იმ შენიშვნას, რომელიც ქართველ ხალხს, ოპოზიციას, არასამთავრობო სექტორს ჰქონდა. ამ ქვეყნის სასამართლოში კლანური მმართველობაა, პროკურატურა პოლიტიზირებულია, დაუსჯელობის სინდრომია და ჟურნალისტებზე თავდასხმა ხდება, ამ ქვეყანაში არის სუს-ი, რომელიც უსმენს და უყურებს არაკანონიერად, ყველა არჩევნები ყალბდება და თუ გვინდა ცივილიზებული სამყაროს ნაწილი გავხდეთ, მაშინ ეს ყველაფერი უნდა მოვიშოროთ და სუფთა ფურცლიდან უნდა დავიწყოთ სახელმწიფოს შენობა "ქართული ოცნების" და ყველა იმ დანაშაულის გარეშე, რომელსაც ხელისუფლება სჩადის", - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენელმა, დიმიტრი ბიძინაშვილმა.

არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო პროცესი უკვე დაიწყო, დაიწყო გამოცხადების გარეშე და ჩვენ მკაფიოდ გვეუბნება, რომ არც ერთ შემთხვევაში არ აპირებს ძალაუფლების დათმობას
ქართული პრესის მიმოხილვა 25.09.2023
ირანი და სამხრეთ კავკასია: გეოგრაფია და იმპერიული ამბიციები
კომპანია „ავერსი“ ფარმაცევტებს პროფესიულ დღეს ელოცავს